თეგი: პანამის არხი
200-ზე მეტი გემი პანამის არხის ორივე მხარეს საცობშია გაჭედილი
პანამის არხის სიახლოვეს, საცობში 200-ზე მეტი გემია ჩარჩენილი. უპრეცედენტო ნაკადი გემების გავლას აფერხებს. ინფორმაციას Businessinsider-ი ავრცელებს. პანამის არხის ორივე მხარეს, 200-ზე მეტი გემი დიდ საცობშია გაჭედილი. ზოგიერთი ხომალდი სამ კვირაზე მეტია, მოძრაობის გახსნას ელოდება. საცობში ძირითადად ტვირთამზიდი ან გაზის გადამზიდავები არინ. Wall Street Journal-ის ცნობით, გემების გაჭედვის მიზეზი უპრეცედენტო გვალვა გახდა. პანამის არხი ჩვეულებრივ, შეერთებული შტატების კონტეინერების ტრაფიკის 40%-ს უზრუნველყოფს. საცობი სამომხმარებლო საქონლის მიწოდების შენელებას იწვევს. ხელისუფლებამ შემდგომი შეზღუდვები ლიმიტი დააწესა, მათ შორი მსხვილი გადამზიდავებისთვის. 2021 წლის ზაფხულში, უზარმაზარი საკონტეინერო გემი Ever Given, სუეცის არხში ექვსი დღით გაიჭედა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაზიდვის მარშრუტი გადაკეტა.