თეგი: პატმრები

CNN: რუსეთი ამერიკელი პატიმრების, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ვლადომერ კრასიკოვში გაცვლას ითხოვს

CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ვლადიმერ კრასიკოვში გაცვლას ითხოვს.  CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს ვლადიმერ კრასიკოვი 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის ზელიმხან ხანგოშვილის მკველობისთვის 2021 წლის დეკემბერში გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გერმანელი გამომძიებლები აცხადებდნენ, რომ კრასიკოვმა ხანგოშივილის მოკვლის დავალება, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებებიდან მიიღო.  CNN-ის ცნობით, ვაშინგტონში მოსკოვის თხოვნა მოისმინეს, თუმცა კრასიკოვი „პრობლემური პატიმარია“, რადგან ის პატიმრობაში ბერლინში იმყოფება.  ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა პატიმრების გაცვლის თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს შეგახსენებთ, რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელი ბრიტნი გრინერი და პოლ უილანია. 31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. 2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.