თეგი: პეტერ შიფერი
კანდიდატის სტატუსი: გერმანია ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს აკვირდება
საქართველოს მიერ შესასრულებელი კრიტერიუმების ნუსხა გაიზრდება, თუ ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს და როგორც კი კანდიდატი გახდებით, დაიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წევრობის ბევრ დეტალთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენ ეთანხმები მიზნებსა და ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირის პოლიტიკასთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს... 12 პრიორიტეტის შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს და ამიტომაც გსურთ წევრობა. ჩვენ გვსურს ამის დანახვა, რადგან ჩვენ ვართ მიზნებისა და ღირებულებების კლუბი და გვსურს, თანამოაზრეების კლუბი ვიყოთ. კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ამას ბევრ ქვეყანაში ვაკვირდებით, სადაც ხალხი ვერაფერზე, ფაქტებზეც კი ვერ თანხმდება, ყველაფერი სადავოა... ეს არ არის ჯანსაღი გარემო დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ და სწორედ ამას ვაკვირდებით“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.