თეგი: პოლონელი ექინები
პოლონელი ექიმები ჩემი ბოლო შანსია - მიხეილ სააკაშვილი
"თუ გადავრჩები, ეს პოლონეთის დამსახურება იქნება, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. "ამ ჰოსპიტალში მკურნალობასთან დაკავშირებით ძირითად გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების სამსახურები იღებენ. ხსნიან და ნიშნავენ სამედიცინო პერსონალს. ცდილობენ, ჩაერიონ სამედიცინო ისტორიაში. ძალიან ახლოს ვარ მრავლობითი ორგანოს უკმარისობასთან. ძალიან სუსტად ვარ და დიდ ტკივილს განვიცდი", - აცხადებს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.