თეგი: პორტის მშენებლობა

ინდოეთი და ირანი ომანის ყურეში, ჩაბაჰარის პორტის მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

ინდოეთისა და ირანის ხელისუფლება შეთანხმდნენ, გააფართოონ ინდური ინვესტიციები ომანის ყურეში ირანული პორტის ჩაბაჰარის მშენებლობისთვის, რომელიც ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია.   საინფორმაციო სააგენტო PTI-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანსა და ინდოეთის ლიდერებს შორის, ნიუ დელიში ვიზიტის დროს მოლაპარაკებებისას შეთანხმება შედგა.    „ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრაზე ჩვენ გამოვთქვით ორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და წარმოვადგინეთ გრძელვადიანი საგზაო რუკა და შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ ინდური ინვესტიციები ირანული პორტის ჩაბაჰარის მშენებლობაში.  პორტი მნიშვნელოვანი სატრანზიტო წერტილი იქნება, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ირანსა და ინდოეთს შორის ვაჭრობისთვის“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააგენტოს ხელმძღვანელმა.   აბდოლაჰიანის თქმით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკართან მოლაპარაკების დროს განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის ბარტერულ ბაზაზე გადასვლის შესაძლებლობა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებით და ამისათვის სპეციალური საბანკო მექანიზმის შექმნა.   „ასეთი მექანიზმი სრულად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას. ის გამიზნულია ვაჭრობის, საბანკო და ფინანსური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ირანი წარმატებით იყენებს მას ათობით სახელმწიფოსთან ვაჭრობაში", - თქვა აბდოლაჰიანმა.   მან აღნიშნა, რომ „თეირანსა და ნიუ დელის აქვთ დიდი შესაძლებლობები ორმხრივი ვაჭრობის განსავითარებლად, მიუხედავად აშშ-ს ცალმხრივი სანქციებისა, რაც დიდხანს არ გაგრძელდება“.