თეგი: პროფესიონალური სპორტი
შვიდგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მძლეოსნობაში ელისონ ფელიქსმა, კარიერა დაასრულა
ამერიკელმა მორბენალმა ელისონ ფელიქსმა პროფესიულ სპორტს თავი დაანება. შაბათს მან მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე 4x400 მეტრზე შერეულ ესტაფეტაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს რბოლა სპორტსმენისთვის მის კარიერაში ფინალური იყო. ფელიქსი 36 წლისაა და ხუთ ოლიმპიადაზე იასპარეზა. ამერიკელი ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენია თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მას აქვს შვიდი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს ოლიმპიური მედალი. მან ასევე მოიგო 13 მსოფლიო ჩემპიონატი, სამჯერ გახდა ვერცხლის მედალოსანი და სამჯერ - ბრინჯაო. ტოკიოს თამაშებზე ფელიქსმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 400 მეტრზე, გაიმეორა ეროვნული რეკორდი ოლიმპიურ თამაშებზე ჯილდოების რაოდენობით და სპორტსმენ კარლ ლუისს გაუთანაბრდა.