თეგი: რატი ბრეგვაძე
რატი ბრეგაძე სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემაზე: ცალსახად არის გამოკვეთილი უარის თქმის საფუძველი
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. „მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება.” რატი ბრეგაძის თქმით, მოთხოვნის მიღების შემთხვევაშიც კი, ქართულ მხარეს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს. „როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ გადაცემა ,, იმედი live-ში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით დასაკითხად გადაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.