თეგი: რატი შურღაია

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს. მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.რატი შურღაია წარმოშობით სენაკიდან იყო. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. შურღაია ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია.