თეგი: რეჯეფ თაიფ ერდორანი
ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ NATO თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შეძლებს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ს ბლოკში გაწევრიანების პროცესს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ NATO შეძლებს თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიღების კუთხით. თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს „დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო უდიდეს მხარდაჭერას გაუწევს შვედეთისა და ფინეთის NATO-ს გაწევრიანებას. ვიცი, რომ თურქეთმა არაერთი წინააღმდეგობა წამოიწია. იმედი მაქვს NATO მათ გადალახავს. შვედეთსა და ფინეთს აქვს მტკიცე მხარდაჭერაა ჩემი მხრიდან და თავდაცვის საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა. სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ ბორელმა, ასევე აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, შეფასება მიეცემა ევროკომისიის და ევროპის თავდაცვის სააგენტოს მიერ ერთობლივი სამხედრო ინვესტიციების კოორდინაციის საკითხზე მომზადებულ ანალიზს. „გარდა ამისა, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის ახალი სტრატეგიული კომპასის კონცეფციის განხორციელებას, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებას, მათ შორის დამატებით სამხედრო დახმარებას 500 მილიონი ევროს ოდენობით“, - განაცხადა ბორელმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის დასათანხმებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი NATO-ში გაწევრიანებაზე შვედეთისა და ფინეთის განაცხადს არ დაეთანხმება. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.
ერდოღანი ათენს: თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს, მძიმე ფასს გადაიხდით
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის ხელისუფლრბას მოუწოდა, რომ ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნები გააკეთონ. „თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს [პროვოკაციებს], მძიმე ფასს გადაიხდით. მინდა ათენს ვუთხრა: არ დაივიწყოთ იზმირი.“ თურქეთის ლიდერმა გაიხსენა 100 წლის წინანდელი გამარჯვება, როდესაც საბერძნეთის ჯარები ანატოლიის ოკუპირებული მიწებიდან, მათ შორის იზმირიდან, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით არმიამ განდევნა. „თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია ჩვენ არ გვზღუდავს. როდესაც დადგება დრო, საათი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, – განაცხადა ერდოღანმა. მანამდე ერდოღანმა არაერთხელ დაადანაშაულა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში მდებარე დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებაში, რასაც ათენი უარყოფს, თუმცა ერდოღანს საბერძნეთი მანამდე ოკუპაციაში არ დაუდანაშაულებია. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას. Reuters-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას განაგრძობს.