თეგი: რობერტ გეითსი
დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ - კონდოლიზა რაისის და რობერტ გეითსის წერილი
მომავალში რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების გზაა, დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომელიც აქტუალობას სძენს გადაუდებელ ქმედებებს, ვიდრე ძალიან არ დაგვიგვიანია აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ გეითსი Washington Post-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში განიხილავენ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელ პირობებში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება დატოვებს რუსეთის ძალებს ძლიერ პოზიციაში, რათა განაახლონ შეჭრა, როდესაც ისინი მზად იქნებიან. ეს კი, რაისის და გეითსის თქმით, მიუღებელია. „ერთადერთი გზა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, რათა თავიდან აიცილონ ასეთი სცენარი, არის ის, რომ სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას სამხედრო მარაგები და საკმარისად გაზარდონ მისი შესაძლებლობები, რათა უკრაინელებმა რუსეთის განახლებული შეტევის შეკავება და რუსული ძალების უკუგდება შეძლონ. კონგრესმა ასეთი გაძლიერებისთვის საკმარისი თანხა გამოყო. ახლა საჭიროა აშშ-ის და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს უკრაინელებისთვის საჭირო დამატებითი სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას, განსაკუთრებით - მობილური ჯავშანმანქანებით. აშშ-ის გადაწყვეტილება ბრედლის ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდების შესახებ, მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებული. ვინაიდან არსებობს სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია აბრამსის ტიპის მძიმე ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა უნდა დააკმაყოფილონ ეს საჭიროება. NATO-ს წევრებმა ასევე უნდა მიაწოდონ უკრაინელებს უფრო შორი რადიუსის რაკეტები, მოწინავე დრონები, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი (არტილერიის ჭურვების ჩათვლით), დამატებითი სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებები და სხვა აღჭურვილობა. ეს შესაძლებლობები საჭიროა კვირებში და არა თვეებში. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლამ კონგრესში, შეგვახსენა უინსტონ ჩერჩილის მოწოდება 1941 წლის თებერვალში: „მოგვეცით ხელსაწყოები და ჩვენ დავასრულებთ საქმეს“. ჩვენ ვეთანხმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, თავიდან აიცილოს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება. თუმცა შეგულიანებულმა პუტინმა შეიძლება, ეს არჩევანი არ დაგვიტოვოს. მომავალში რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების გზაა, დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომელიც აქტუალობას სძენს გადაუდებელ ქმედებებს, ვიდრე ძალიან არ დაგვიგვიანია“, - წერენ კონდოლიზა რაისი და რობერტ გეითსი.