თეგი: რომის სტატუტი
რომის სტატუტი რატიფიცირებულია, ერევანი ვალდებულია, პუტინი სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავოს
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება განახორციელა და მისი გადაწყვეტილებების შესრულების პირობა დადო. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერევანი გააფრთხილა, რომ რომის სტატუტის რატიფიცირებას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება. სომხეთმა დაიწყო რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი, რაც მას პუტინის დაკავებას დაავალდებულებს სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან. სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს.
სომხეთის პრეზიდენტმა რომის სტატუტთან შეერთების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტს შეუერთდა. 3 ოქტომბერს რომის სტატუტის რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა მოახდინა. კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 წავიდა. რომის სტატუტი რატიფიცირებულია, ერევანი ვალდებულია, პუტინი სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავოს სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან. სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს.
დღეიდან სომხეთს შეუძლია, პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში დააკავოს
სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა. სომხეთში პირველ თებერვალს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანება სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, მის მიწაზე სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები აღკვეთოს.“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კიროკოსიანმა. მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, აზერბაიჯანს ეხება. დასავლური მედია წერს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს ნაბიჯი იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთს შეუძლია, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, თუ ის ქვეყანაში ჩავა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთს რომის სტატუტთან შეერთების სურვილის გამო და ამ გადაწყვეტილებას "არამეგობრული აქტი" უწოდა. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული არ იყო. უკრაინის რეგიონებიდან ათასობით ბავშვის დეპორტაციის ბრალდებით, ჰააგის სასამართლომ, 2023 წლის მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მის გადაწყვეტილებებს არ ცნობს. რომის სტატუტი რატიფიცირებულია, ერევანი ვალდებულია, პუტინი სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავოს