თეგი: რუმინეთის საელჩო

რუმინეთის ელჩი: ევროკავშირი საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის არსებითი საფუძველია

რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი არის პოლიტიკური თავისუფლების და კანონის უზენაესობის სივრცე, რომელიც 27 სახელმწიფოს აერთიანებს. „ევროკავშირი საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის არსებითი საფუძველია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი და მტკიცე სიმბოლოა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვამაყობ იმით, რომ 2008 წლის ოქტომბრიდან რუმინეთს მუდმივად ჰყავდა ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლობა მისიაში,“ აღნიშნავს რუმინეთის ელჩი. 9 მაისი ევროპის დღეა. „ევროკავშირი არის პოლიტიკური თავისუფლების და კანონის უზენაესობის სივრცე, რომელიც მოიცავს 27 სახელმწიფოს, რომლებშიც ცხოვრობს 450 მილიონი მოსახლე. ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი და კონკრეტული წვლილი საქართველოსთვის, არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელიც აკვირდება სიტუაციას ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში. 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან დაწყებული, რუმინეთის ასობით მოქალაქეს უმსახურია სადამკვირვებლო მისიაში. რუმინეთს ამჟამადაც ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტინგენტი მისიის ფარგლებში. გვსურს, გამოვიყენოთ შესაძლებლობა და მივულოცოთ ყველა რუმინელს, რომელსაც 16 წლის განმავლობაში უმუშავია მისიაში და წვლილი შეუტანია ამ ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელებაში,“წერს თავის მხრივ რუმინეთის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. „დარჩით ევროკავშირის გზაზე" - ელჩი ჰერჩინსკი