თეგი: რუსე
Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის გამოშვება გაზარდოს. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას, რეზერვებიდან გამოუშვას დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობი რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა ებრძოლოს საწვავზე გაზრდილ ფასებს და მიწოდების დეფიციტს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი $5-ზე მეტად შემცირდა. მთლიანი გამოშვება შესაძლოა 180 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს. ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 25 მარტის მდგომარეობით, ამერიკული ნავთობის რეზერვის მოცულობა 568 მილიონ ბარელს შეადგენს. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები ამუშავებენ გეგმებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირის მონაცემებით, რუსეთი, მსოფლიოში ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორია და ევროკავშირს გაზის მთლიანი მოხმარების 40%-ზე მეტს აწვდის, ასევე ნავთობის იმპორტის 27%-ს და ნახშირის იმპორტის 46%-ს. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. ასევე წაიკითხეთ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს