თეგი: რუსეთის მართმადიდებელი ეკლესია

რადას კომიტეტმა, უკრაინაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

უმაღლესი რადას კომიტეტმა, უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. უკრაინაში, რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება ამის შესახებ მედიას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ევგენია კრავჩუკმა აცნობა. კანონპროექტის თანახმად, იკრძალება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციისა და დაწესებულების საქმიანობა, რომლებიც უშუალოდ ან სხვა სტრუქტურების მეშვეობით მის შემადგენლობაში შედიან და ROC-ის კანონიკურ და ორგანიზაციულ დაქვემდებარებას აღიარებენ. კანონპროექტი დეპუტატმა ნიკოლაი კნიაჟიცკიმ წარადგინა, რომელიც ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციის წევრია.