თეგი: რუსეთის საოკუპაციო ძალები

უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტის დაბომბვისას საბავშვო ბაღი დაზიანდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი დაზიანდა, არიან დაშავებულები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს. „რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით სროლები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, „სტანიცა ლუგანსკაიაში“. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია პრესცენტრის განცხადებაში.