თეგი: რუსეთ-უკრაონის ომი
IAEA-ს ექსპერტები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არიან
უკრაინის ბირთვული ენერგიის ოპერატორის Energoatom-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ქარხანაში ჩავიდა. მანამადე უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IAEA-ს წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი დაბომბეს. ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ბომბავენ IAEA-ს მისიის წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტს, თუმცა ამის მიუხედავად, IAEA-ს მისია კვლავ მიემგზავრებოდა ელექტროსადგურზე შესასვლელად. „ჩვენ არ ვჩერდებით”, - განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ. პარალელურად, უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა. ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა განაცხადა, რომ ენერგობლოკის დახურვის შემდეგ ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა.