თეგი: რუსული ენერგორესურსები
გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი
გერმანიამ მოახერხა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დაძლევა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცახდა. „გერმანიამ რამდენიმე თვეში რუსულ ენრგორესურსებზე ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებულება დაძლია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს ახალ პარტნიორებთან", - თქვა შოლცმა. მისივე თქმით, „ამ ზამთრის ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შევსებული გაზსაცავების, უმაღლესი ენერგოეფექტურობისა და ევროპული სოლიდარობის წყალობით“. კანცლერმა გაიხსენა, რომ გერმანიაში უკვე გაიხსნა ორი მობილური ტერმინალი თხევადი გაზის მისაღებად. უახლოეს თვეებში სავარაუდოდ ექსპლუატაციაში შევა კიდევ ორი LNG მიმღები. „ოთხივეს მთლიანი სიმძლავრე 33 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს“, - აღნიშნა შოლცმა.