თეგი: რუსული საწვავი

ბრიტანული დაზვერვა: რუსული „საწვავის კრიზისი" სხვა ქვეყნებზეც აისახება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირებია რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია. მათივე პროგნოზით, რუსეთში არსებული მდგომარეობა სხვა ქვეყნებზეც აისახება. რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა დაზვერვის განცხადებით, დეფიციტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი შედეგი იყოს. ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაციაში საწვავის დეფიციტი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სოფლის მეურნეობის სექტორის მოთხოვნის მოკლევადიანი ზრდით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ყოველწლიური საზაფხულო მოვლა-შენახვის ხარჯებით და ასევე ხელსაყრელი საექსპორტო ფასებით. 21 სექტემბერს რუსეთმა შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, დიზელისა და ბენზინის თითქმის ყველა ექსპორტი შეაჩერა. ბენზინის ექსპორტის აკრძალვა შეეხება საქართველოსაც, სადაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის 2023 წლის ივლისის მონაცემებით, იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის ყველაზე დიდი, 81%-იანი წილი რუსეთზე მოდიოდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ახლო მომავალში საქართველოში საწვავის ფასმა კიდევ 10 თეთრით მოიმატოს. „ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს, იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა."