თეგი: რძის ფასი
Financial Times: მსოფლიო ბაზარზე რძე გაძვირდება
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შესაძლოა მსოფლიო ბაზარზე რძის ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის შესახებ Financial Times წერს. გამოცემის ცნობით, უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ხორბლისა და მსხვილფეხა პირუტყვის საკვების მსხვილი მომწოდებელია. უკრაინაში რუსეთის შეჭრა და განვითარებული მოვლენები ამ სეგმენტზე გავლენას მოახდენს და დანახარჯებს გაზრდის. „შესაბამისად ეს რძის ფასზე აისახება“, - წერს გამოცემა. საგულისხმოა, რომ მსხვილფეხა პირუტყვის საკვებზე ფასის ზრდა რძის მწარმობელი ფერმერებისთვის პრობლემას წარმოადგენს და დანახარჯების 70-80%-ია. ამასთან სხვა ნეგატიური ფაქტორები მსოფლიო ბაზარზე 5 ყველაზე მსხვილ მომწოდებელს პრობლემებს შეუქმნის. მეწარმეები შიშობენ, რომ ომი უკრაინაში, სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და პანდემიის გამო გაწყვეტილი მსოფლიო ლოჯისტიკა რძისთვის საჭირო ნედლეულის ფასს გაზრდის, რაც კვების მრეწველობისთვის დამატებითი წნეხია, რადგან რძე და რძის პროდუქტები მთელ მსოფლიოში კვების რაციონში ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ