თეგი: საავტომობილო გზა
მცხეთა-მთიანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.მოქალაქეთა გამოყვანა ხორციელდება სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგლი.რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ, დღეს დილიდან კი, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), მდინარე თერგის ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ყველა საჭირო ღონისძიებებს ატარებენ, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა. გზის აღდგენამდე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ნ