თეგი: საახალწლო სოფელი
ცნობილია, როდის გაიმართება კონცერტები „საახალწლო სოფელში“
თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბრიდან, „საახალწლო სოფელში“ მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება. „გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები. კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები - გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი. მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, მასტერა და ნათია დუმბაძე, ასევე, ანსამბლი „შვიდკაცა“. საახალწლო სოფლის მუსიკალური პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და ბენდს, „არას“, SKAZZ-ს, „ნიუტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რეგეონს“, ქართული სიმღერის კონცერტს, თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს, სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, „თუთარჩელას“, LOUDspeakers-ს, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძეს, ბენდს „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო კვარაცხელიას. საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში მოწყობილ „საახალწლო სოფელში“ კონცერტები დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება
თბილისში მოწყობილ „საახალწლო სოფელში“ კონცერტები დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება. გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები. კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. ყოველდღიურად დაგეგმილია არაერთი გასართობი სადღესასწაულო პროგრამა თუ კონცერტი.
„საახალწლო სოფელს“ რუსეთთან და რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს - კახა კალაძე
თბილისის მერმა საახალწლოდ დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გალაკონცერტი 31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე გაიმართება. თბილისის მერიაში მთავრობის 2022 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. „მინდა, ყველა - ადგილობრივი მოსახლეობა თუ თბილისის სტუმრები, მოვიწვიო საახალწლო გალა-კონცერტზე, რომელიც ევროპის მოედანზე, 31 დეკემბრის ღამით, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყება. ადგილზე ვიქნები და მექნება შესაძლებლობა, რომ ერთად შევხვდეთ 2023 წელს. საახალწლოდ მორთული ჩვენი დედაქალაქი ულამაზესია. გვაქვს ასევე, „საახალწლო სოფელი“, რომელსაც რუსეთთან და რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყოველ საღამოს ჩვენი თანამოქალაქეები იკრიბებიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. 31 დეკემბერს კი, ყველას გელოდებით საახალწლო გალაკონცერტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. პრეზიდენტი: რუსული სოფელია ჩემს კართან, რაც არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა ამ დაძაბულ პერიოდში
„საახალწლო სოფელი“ დღეს დაიხურება
ორბელიანის მოედანზე მდებარე „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. იქამდე კი სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ეწვიონ ტკბილეულის ბაზრობას და სანტას სახლს, დაესწრონ ვორქშოფს, დრამერების მსვლელობას და ფლეშმობს. 13:00 საათიდან ათონელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სცენაზე დაიწყება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი, ხოლო 20:00 საათზე ორბელიანის სცენა დაეთმობა SVANSIKH-ს. რაც შეეხება „საახალწლო სოფლის“ ფარგლებში გამართულ ბოლო კონცერტს, 21:30 საათზე ქარავნის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია. „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღში ამოქმედდა. სამი კვირის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ყოველდღიურად მოესმინათ სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებისთვის, ბენდებისა და ანსამბლებისთვის. სამი სცენიდან ერთ-ერთი ეთმობოდა საბავშვო სტუდიებს. „საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე განთავსებული იყო მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის, სადაც სხვადასხვა გასართობი აქტივობა და წარმოდგენები იმართებოდა.