თეგი: საგანგებო რეჟიმი
სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გააუქმა
სერბეთის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადაწყვეტილებით, სერბეთის შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გაუქმდა. საბრძოლო მზადყოფნა 26 დეკემბერს კოსოვოს ჩრდილოეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოცხადდა. სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა დაძაბულობა სერბეთსა და კოსოვოს შორის კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებით არის დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მაგრამ სერბეთმა ეს ნაბიჯი არ აღიარა და თავის ყოფილ პროვინციას თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა ყოფილი სერბი პოლიციელის დეიან პანტიჩის დაკავების შემდეგ გამწვავდა. პანტიჩის დაკავების საპასუხოდ, კოსოვოელი სერბები 10 დეკემბრიდან დგანან ბარიკადებთან, რომლებიც მოაწყვეს იარინიესა და ბერნიაკის სასაზღვრო პუნქტებზე. ევროკავშირმა, NATO-მ და აშშ-მ დეესკალაცია და ბარიკადების მოხსნა მოითხოვეს, ხოლო სერბეთი თავისი არმიისა და პოლიციის განთავსებას გაეროს რეზოლუციის საფუძველზე ითხოვდა.