თეგი: საგარეო საქმეთა სამინისტრი
ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატოს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიწვევისთვის, რაც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა. "ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.