თეგი: სადაზვერვო ქსელი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიკოლაივში რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სადაზვერვო ქსელი გამოავლინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ომის დროს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უდიდესი სადაზვერვო ქსელი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაციისას მიკოლაივის რეგიონში ოკუპანტების 13 ინფორმატორი დააკავეს. ყველა მათგანი რუსული FSB-სთვის მუშაობდა და აგროვებდნენ ინფორმაციას სამხრეთ რეგიონის ტერიტორიაზე, უკრაინის თავდაცვის ძალების ბაზებისა და გადაადგილების შესახებ. უკრაინული მხარის ცნობით, აღნიშნული პირების ხელმძღვანელობით დაარტყეს 2022 წლის შემოდგომაზე რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივში მდებარე მაღალსართულიან შენობას S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემით, რომლის დროსაც დაიღუპა 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. სპეცოპერაცია მიკოლაევის რეგიონში SBU-ს თანამშრომლებმა რეგიონული პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით ჩაატარეს.