თეგი: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის
5 ივლისის ძალადობა და თავდასხმა აქტივისტებზე - სტრასბურგმა "სირცხვილიას" სარჩელი წარმოებაში მიიღო
5 ივლისის ძალადობა და თავდასხმა აქტივისტებზე - სტრასბურგის სასამართლომ მოძრაობა "სირცხვილიას" სარჩელი წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარდგენილი საჩივარი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ სირცხვილია • Shame Movement ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას ეხება. სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ „სირცხვილიას“ წევრების: სალომე ნიკოლეიშვილის (ბარკერი), ზურაბ ბერძენიშვილის, გიორგი მაქარაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს ვიცავთ. საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე. სტრასბურგის სასამართლოს ვთხოვთ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლის, კერძოდ მე-3, მე-8, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევა, - წერს ორგანიზაცია.