თეგი: საველე სწავლება
აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში საველე პრაქტიკული სწავლება პირველად ტარდება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებას, საველე პრაქტიკულ უწყებათშორის სწავლებას მასპინძლობს, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. სწავლება აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ტარდება და მას ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოსული ჯგუფი დააკვირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიგა ნიკოლეიშვილმა საველე სწავლების ღონისძიება გახსნა და აშშ-იდან საგანგებოდ ჩამოსულ სპეციალისტებსა და სწავლებაში ჩართული უწყებების პასუხისმგებელ პირებს სიტყვით მიმართა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზასა და სხვადასხვა საწვრთნელ ბაზებზე იმართება სწავლება, რომლის მიზანი ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის გაძლიერებაა. სწავლება უპრეცედენტოა და პირველად ტარდება საქართველოში. სწავლების შედეგად გადამზადებული სპეცსამსახურების თანამშრომლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაში“. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობენ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი წამყვანი უწყებების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები. სუს-ის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ქართულმა სპეცსამსახურმა მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიული უნარები, შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით და წარმატებით საქმიანობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გამართულ გახსნის ცერემონიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ევროპაში აშშ-ის საავიაციო ძალებისა და ჯორჯიას შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. სწავლება 19 აგვისტოს დაიხურება.
მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ საველე სწავლება ჩაატარა
მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ დასკვნითი საველე სწავლება დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. "ვაზიანის პოლიგონზე „გრადლარის“ ბატარეის პირველ საცეცხლე ოცეულს მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა მხარს. ქვედანაყოფის ამოცანას წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. საველე სწავლება ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მეხუთე საარტილერიო ბრიგადის დამკვირვებლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით ჩატარდა. „61-ე ბატალიონის არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხი „აკაციას“ საშუალებით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანეიტრალეს. სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. საველე წვრთნა დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ წარმატებით შეფასდა. საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.