თეგი: საზღვრები
ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს
ფინეთი პარასკევიდან რუსი ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო ადასტურებს. ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ვიზიტებს კრძალავს ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ოჯახური ვიზიტი, სამუშაო და სწავლა. მანამდე არაერთი ფინური წყარო იტყობინებოდა, რომ ხუთშაბათს ფინეთი მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო რეჟიმზე, პარასკევს ღამით კი ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი დიდი ალბათობით დაიკეტებოდა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.