თეგი: საიდუმლო შეხვედრა
მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებმა სინგაპურში საიდუმლო შეხვედრა გამართეს - Reuters-ი
მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სინგაპურში საიდუმლო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „როიტერთან“ საუბარში ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ შეხვედრა იყო თანამშრომლობითი და არა კონფრონტაციული. სინგაპურის მთავარ უსაფრთხოების დიალოგში 49 ქვეყნის 600-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აშშ-ის, ჩინეთის, იაპონიის, კანადის, ინდონეზიის და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრებმა. სამი დღის განმავლობაში გაიმართა პლენარული სესიები, ასევე დახურულ კარს მიღმა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. გავრცელებული ცნობით, ასეთი შეხვედრები Shangri-La-ს უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად ხდება. ამასთან, როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილვის თემებს შორის იყო - უკრაინის ომი და ტრანსნაციონალური დანაშაული.