თეგი: საკარია
თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას მარტში გეგმავს
თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა დაასრულა და შავი ზღვის გაზს მომხმარებელი Filyos-ის საწარმოდან მიიღებს. თურქეთში, საკარიას გაზის საბადოს მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი თურქეთი განაგრძობს შავი ზღვის შელფზე საკარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდება თურქეთში, მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (მარტის ბოლომდე) დაიწყება. თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა შავ ზღვაში საკარიას საბადოზე სამუშაოებს თურქეთის ნავთობის კორპორაცია (TPAO) სახელმწიფო BOTAŞ-თან თანამშრომლობით ახორციელებს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა გაზის ტრანსპორტირება მოხდება საბადოდან, რომელიც სანაპიროდან დაახლოებით 170 კმ-ში მდებარეობს და ფილოსის ქარხანას სპეციალური მილსადენით უკავშირდება. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს მედიის ცნობით, პირველ ეტაპზე 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი ამოტუმბება. თუმცა, სადგურის პოტენციალი დღეში 50 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს. გაზსაზომი სადგური დაახლოებით ერთ წელიწადში აშენდა და საცდელი სამუშაოებისთვის მზადაა.