თეგი: საკრუიზო რაკეტა
იაპონია ჩინეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგებას განიხილავს - Reuters
იაპონია ჩინეთის წინააღმდეგ, კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, შორ მანძილზე მოქმედი საკრუიზო რაკეტის განლაგებას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი გაზეთ Yomiuri-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გემების ან თვითმფრინავების საშუალებით გაშვებული იარაღი ძირითადად, სამხრეთ ნანსეის კუნძულების გარშემო განლაგდება, მისი რადიუსი 1000 კმ იქნება და შეძლებს, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის სანაპირო ზონებს მიაღწიოს. იაპონიის საგარეო უწყება კომეტარს არ აკეთებს. ცნობისათვის, რეგიონული დაძაბულობა ამ თვეში, ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ გაიზარდა. პელოსი ტაივანს ჩინეთის მუქარის მიუხედავად ეწვია. საპასუხოდ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თქმით, პეკინმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. იაპონიამ განაცხადა, რომ ხუთი ჩინური რაკეტა ასევე ჩავარდა მის წყლებში და ჩინეთს წვრთნების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი