თეგი: სალომე ზურაბიშვლი
ზურაბიშვილი: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი
სალომე ზურაბიშვილი დღეს, ორბელიანების სასახლეში დიპლომატებთან, წინასაახალწლო მიღებაზე, სქარრთველოს მესამე პრეზიდენტთან შექმნილ ვითარებას გამაურა. მისი თქმით, ეს საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია და რომ ყველა უნდა დაელოდოს 22 დეკემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისათვის და მისი რეპუტაციისათვის, მისი შიდასტაბილურობისა და მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც მინდა ვიყო დარწმუნებული, მისცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, მართვაზე ქვეყნის, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე", - თქვა ზურაბიშვილმა.