თეგი: სამედინ ასადოვი

კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება

ყაზახეთიდან აზერბაიჯანამდე კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის სამუშაოს დაწყება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება. ამის შესახებ მედიას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სამედინ ასადოვმა განუცხადა. ასადოვის თქმით, პროექტის სრულად დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. კაბელის გაყვანილობის ზღვის ფსკერის მონაკვეთის მარშრუტის ანალიზი უკვე დასრულებულია და პროექტის განმახორციელებელი კომპანია მალე პროექტის ოპერატორებს სრულ ანგარიშს წარუდგენს. კაბელის წარმოებაც დაიწყო და მისი დასრულება 2026 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. ასადოვმა აღნიშნა, რომ კაბელი კასპიის ზღვაზე გადამკვეთი ძირითადი ციფრული დერეფნის მნიშვნელოვან სეგმენტს შექმნის. „როგორც ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო, ჩვენ ვაგრძელებთ პროექტის ოპერატორების მხარდაჭერას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკომუნიკაციო რგოლი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ცენტრად გარდაქმნაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში,“ - აღნიშნა სამედინ ასადოვმა. აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობას იწყებენ