თეგი: სამედიცინო კანაფი
უკრაინამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 248 დეპუტატმა მისცა ხმა, 16 წინააღმდეგი იყო, 33-მა თავი შეიკავა, 40-მა კი მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. კანონი არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში. ჟელეზნიაკის განმარტებით, მარიხუანას რეკრეაციული მოხმარებისთვის გავრცელება კვლავაც დანაშაულად ჩაითვლება. კანონი გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ, 2024 წლის მეორე ნახევარში შედისძალაში. უკრაინაში სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციის აუცილებლობაზე 2016 წლიდან საუბრობენ. 2023 წლის ივლისში კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა. „ჩვენ საბოლოოდ გულწრფელად უნდა დავაკანონოთ კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. გვჭირდება შესაბამისი სამეცნიერო კვლევა და კონტროლირებადი უკრაინული წარმოება," - აცხადებდა პრეზიდენტი ზელენსკი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა აპირებს შექმნას ევროპაში ძლიერი ფსიქიკური და ფიზიკური რეაბილიტაციის ინდუსტრია