თეგი: სამი ზღვის ინიციატივა
ზელენსკი: უკრაინა „სამი ზღვის ინიციატივის“ ნაწილი უნდა იყოს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სამი ზღვის ინიციატივის წევრი უნდა გახდეს. ზელენსკიმ „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების ინიციატივით გამოვიდა.„უკრაინაში იარაღის მიწოდება, საწვავის მიწოდება, სატრანსპორტო ნაკადები, მწვანე დერეფნები უკრაინული საკვების ექსპორტისთვის, ხალხის მიგრაცია - ეს ყველაფერი მიმდინარეობს ამ ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიების გამოყენებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზე საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ერთ-ერთი უდიდესი გაზის საწყობი რეგიონში. „პოლონეთი-სლოვაკეთის, პოლონეთ-უკრაინის ინტერკონექტორების შესაძლებლობების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია, დავაკმაყოფილოთ სამი ზღვის ინიციატივის ყველა ქვეყნის საჭიროებები. ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტით შეიძლება, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თქვენი ქვეყნების ენერგობალანსში. ეს დაგეხმარებათ, გახდეთ დამოუკიდებელი რუსული ენერგეტიკული წნეხისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის წინ, ზელენსკიმ და დუდამ სატელეფონო საუბარი გამართეს მან ასევე მოუწოდა ინიციატივის წევრებს მონაწილეობა მიიღონ უკრაინის რეკონსტრუქციაში - „ჩვენი თაობის ყველაზე დიდ პროექტში“. სამი ზღვის ინიციატივა, 12 ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფორუმი ავსტრიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის და უნგრეთის შემადგენლობით ჩამოყალიბდა. მისი პირველი შეხვედრა 2015 წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში გაიმართა. ინიციატივის ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა. მისი მიზანი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კავშირების გაღრმავებაა.