თეგი: სამოქმედო გეგმა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. „ჩვენი ამოცანაა საბიუჯეტო პროცესის წარმართვა, ხელმძღვანელობა, საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, რაც მთავარ მიზანს წარმოადგენს და ასევე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკური წინსვლის საფუძველია“,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის“ კვოტით ასარჩევად წარდგენილ თეონა აქუბარდიას კანდიდატურას, კომიტეტის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს. სხდომაზე კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმის დეტალებზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ყოველი წლის დასაწყისში კომიტეტები სამოქმედო გეგმას ამტკიცებენ და ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დამკვიდრდა და რეგლამენტში გაიწერა. მისივე თქმით, კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტი კომიტეტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან იქნა გავლილი. კომიტეტის სხდომაზე თეონა აქუბარდიამ პნევმატიკური იარაღის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ხოლო უსაფრთხოების გარემოს გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეხვედრების გამართვა ითხოვა.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადთან დაკავშირებით არსებული ახალი რეალობები და პერსპექტივები. აღინიშნა, რომ განაცხადის გაკეთების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა და ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, ევროკავშირთან როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ამავე ინფორმაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ევროკავშირისგან მიღებული კითხვარების აღსრულების მიმართულებით თემატურად იმუშავებენ. ამასთან, გააქტიურდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურ რეჟიმში დიალოგის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია. პრემიერ-მინისტრი აქტიურ კომუნიკაციაშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს პარლამენტი, რათა შესაბამისი ნაბიჯები საკანონმდებლო მიმართულებით ეფექტიანად გადაიდგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობა დეტალურად იყოს ინფორმირებული ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს საქართველოს როლი და ფუნქცია, რით არის საქართველო მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის. თითოეულმა უწყებამ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დავალებები, რათა ყველა აუცილებელი ნაბიჯი ამ გზაზე მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად გადაიდგას. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, მოისმინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და გამოწვევები, ასევე, განიხილა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საფლაგმანო პროექტები და მათი განხორციელების პერსპექტივები. აღნიშნულ საკითხებზე მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ უმთავრეს ორგანოს წარმოადგენს, რომლის ამოცანაა, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. კომისიის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება და განიხილავს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის და მიღებული დავალებების შესრულების გზაზე. პროცესს უშუალოდ გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი.
სააკაშვილი საკუთარ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, მხარდამჭერებში გამოკითხვის დაწყებას აანონსებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, საკუთარ მხარდამჭერებში გამოკითხვის დაწყებას აანონსებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი „ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია. ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა. მე აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული. გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე საქართველოს გულებიანი დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია “ოცნების" პროტესტი. გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა. მე მინდა, პირველ რიგში, გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას. ამიტომ დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა მომაქციონ თქვენგან იზოლაციაში "პუტინისტებმა", მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას. დიდება უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს!", - წერს სააკაშვილი.