თეგი: სამშვიდობო ოქმი

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სამშვიდობო ოქმს მოაწერეს ხელი

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა, ქვეყნებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სამშვიდო ოქმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა. მან დოკუმენტის ხელმოწერა, მშვიდობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა.  ტაშიევმა ასევე დასძინა, რომ ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვარზე ბოლო შეიარაღებული თავდასხმის გამოსაძიებლად ორი მხარის მიერ შექმნილი ერთობლივი კომისია მუშაობას, 20 სექტემბერს გააგრძელებს. დღეს, 19 სექტემბერს, ყირგიზეთმა ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვარზე დაღუპულ მოქალაქეებს ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 14-17 სექტემბერს სულ მცირე 59 ყირგიზელი დაიღუპა, მათ შორის 40 სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა 164 ადამიანი. ყირგიზეთის საზღვრისპირა სოფლებიდან უსაფრთხო ადგილებზე 140 000-ზე მეტი ადამიანი დროებით გადაასახლეს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  მისი 41 მოქალაქის დაღუპვისა და 100-ზე მეტი დაჭრილის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ვითარება ორი ქვეყნის საზღვარზე 14 სექტემბერს მკვეთრად გაუარესდა. მხარეები დაპირისპირების მორიგი რაუნდში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 16 სექტემბერს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, 17 სექტემბერს მხარეებმა საზღვარზე სროლის განახლების შესახებ განაცხადეს.