თეგი: სამხრე
ესპანეთი სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დაინტერესდა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ესპანეთი სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დაინტერესდა. „აზერბაიჯანი ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხში, ევროპის დიდი ხნის და სანდო პარტნიორია. ესპანეთი კი იმ ქვეყნების პირველ ათეულშია, რომლებიც აზერბაიჯანისგან ნავთობს ყიდულობენ“, - განაცხადა მინისტრმა. ბაირამოვის ინფორმაციით, 2021 წლიდან, მას შემდეგ რაც სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი დასრულდა, (სიგრძე 3 500 კილომეტრი) ევროპისთვის, აზერბაიჯანის როგორც სანდო ენერგოპარტნიორის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ჩვენ ესპანეთს, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტში, როგორც კარგ პარტნიორს ისე განვიხილავთ“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. ტრანსადრეატიკული მილსადენის (TAP) პროექტში ესპანეთის კომპანია Enagas-ის წილი 16% -ია. სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, რომ რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულება შემცირდეს. აზერბაიჯანიდან ევროპაში ენერგომატარებლები შემდეგი მარშრუტით ნაწლდება: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიური მილსადენი და ტრანს-ადრიატიკული მილსადენი. ამ მარშრუტის მთლიანი ინვესტიცია 45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი სიგრძე 3500 კილომეტრია.