თეგი: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

Financial Times: EU-ში რუსული ნახშირის ექსპორტი, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკამ ჩაანაცვლოს

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ბაზარზე, შესაძლოა, რუსული ნახშირი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ექსპორტმა ჩაანაცვლოს. გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა სამხრეთ აფრიკაში მაღალი კორუფციის გამო ქვანახშირის ევროკავშირის ბაზარზე გადასაზიდად საკმარისი ვაგონები არ არის. რუსულ ნახშირზე ევროკავშირის ემბარგოსა და ბაზრის დივერსიფიცირებაზე განაცხადის შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში ნედლეულის ფასი გაორმაგდა. ამასთან EU შეეცდება რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ნახშირის მოხმარება გაზარდოს. სამხრეთ აფრიკის ნახშირი, ევროკავშირის ბაზარზე რუსულის ალტერნატივად განიხილება, თუმცა გასულ თვეში, ქვეყანამ მხოლოდ 2,9 მილიონი ტონის ექსპორტი შეძლო. ამ ტემპით წლიური მაჩვენებელი, შესაძლოა 40 მილიონ ტონას გაუტოლდეს. სარკინიგზო ხაზით ერმელოდან რიჩარდს-ბეიში 77 მილიონი ტონა ნახშირის გადაზიდვაა შესაძლებელი, პორტში კი 91 მილიონი ტონის. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კომპანიების ცნობით, გასულ წელს ნახშირის მომპოვებლებმა $2 მილიარდი დაკარგეს, იმის გამო, რომ ნედლეულის ექსპორტი ვერ განახორციელეს. ახლა ვაგონების საკითხზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოლაპარაკებას ჩინეთთან აწარმოებს, რათა ევროკავშირისთვის ნედლეულის მიწოდება შეძლოს. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან.  Bloomberg: ევროკომისიამ შესაძლოა, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესება გადადოს როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აარიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. ყველაზე მეტად რუსული ნავთობის ემბარგოს, უნგრეთი ეწინააღმდეგება.