თეგი: სამხრეთ უკრაინა
უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას იწყებს
უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის გასათავისუფლებლად წინსვლას იწყებს. მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა „უკრაინის სამხრეთით, მრავალი მიმართულებით წამოიწყეს“. ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინა ძალიან ნელა მიიწევდა წინ, ქალაქ ხერსონისკენ - ეს ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მედია: უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში HIMARS-ის დარტყმის შედეგად თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს „რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ.