თეგი: სანგრები

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სანგრების გათხრა დაიწყო

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ბელგოროდის რეგიონის სიღრმეში თავისი თავდაცვითი პოზიციების გაფართოება და სანგრების გათხრა დაიწყო. სამშაბათს, 6 დეკემბერს, ბელგოროდის გუბერნატორმა რეგიონში „თავდაცვის ნაწილების“ შექმნის შესახებ განაცხადა. ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბელგოროდში თხრილების მომზადების შესახებ ცნობები, პირველად 2022 წლის აპრილში გავრცელდა.  „მაგრამ ახლა წარმოქმნილი კონსტრუქციები, სავარაუდოდ, უფრო დახვეწილი სისტემებია, რომლებიც შექმნილია მექანიზებული თავდასხმის მოსაგერიებლად“, ნათქვამია დაზვერვის მოხსენებაში. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ხელისუფლება, თავის ტერიტორიაზე თავდაცვითი სტრუქტურების აშენებით, პატრიოტული გრძნობების გაღვივებას ცდილობს,   რომ უკრაინული ძალების შემოჭრის რეალური საფრთხე არსებობს“, - ნათქვამია ანგარიშში.