თეგი: სარეკატო დარტყმა
პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა სისასტიკის სიღრმე - ბორის ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, პოლტავას ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე რუსული სარაკეტო თავდასხმა დაგმო. ამის შესახებ მან ბავარიაში, G7-ის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება The Guardian. „ამ შემზარავმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა სისასტიკისა და ბარბაროსობის სიღრმე, რომელშიც ვარდება რუსეთის ლიდერი“, - თქვა ჯონსონმა. „კიდევ ერთხელ, ჩვენი ფიქრები უკრაინის უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებთანაა. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი საქციელი მხოლოდ გააძლიერებს გაერთიანებული სამეფოსა და G7-ის სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ უკრაინას, რამდენი ხანი დასჭირდება", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. დღეს, კრემენჩუკში, პოლტავას რეგიონში ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრს რაკეტები ესროლეს, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ავიადარტყმის შედეგად, ამ დროისთვის 11 ადამიანია დაღუპული.