თეგი: სარკინიგზო კატასტროფა

საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა. როგორც „გარდიანი“ წერს, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის განცხადებით, სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი - თესალონიკიდან ლარისამდე. მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაახლოებით 250 მგზავრი უსაფრთხოდაა ამოყვანილი.