თეგი: სასუქების ტერმინალი

უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ლაზიზ კუდრატოვი, ტრანსპორტის მინისტრი ილხომ მახკამოვი Wondernet-ს ეწვივნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ლაზიზ კუდრატოვი, ტრანსპორტის მინისტრი — ილხომ მახკამოვი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე Wondernet-ს ეწვიენ. სტუმრებმა სასუქების ტერმინალი დაათვალიერეს და მის სამუშაო პროცესს გაეცნენ.  ცნობისთვის, 2021 წლის 11 ივნისს, ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ბაზართან აკავშირებს. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია ამერიკული გიგანტი Trammo, რომლის მიერ განხორციელებული პროექტიც აჭარაში პირველ მსხვილ ამერიკულ პირდაპირ ინვესტიციას წარმოადგენს. მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი წარმოადგენს სტრატეგიულ ლოგისტიკურ კვანძს, რომელიც შუა დერეფნის (Middle Corridor) სატრანზიტო მარშრუტის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ტერმინალი წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი წარმოადგენს უმსხვილეს პროექტს, რომელიც აშშ-ის, უზბეკეთისა და საქართველოს პარტნიორობის სიმბიოზია.