თეგი: საფოსტო გზავნილი

შემოსავლების სამსახური: 14 მაისიდან საფოსტო გზავნილებზე დამატებითი გადასახადი დაწესდება

14 მაისიდან საფოსტო გზავნილით 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადი შევა ძალაში. ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმების მომსახურების საფასური ასე განისაზღვრა: 300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 20 ლარი; 3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 100 ლარი; 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე - 300 ლარი; უწყების ცნობით, 2022 წლის 14 აპრილის N96 დადგენილებაში ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ N201 დადგენილებით განისაზღვრა, რომელიც 14 მაისიდან შევა ძალაში. ამ დრომდე მოქალაქეები საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე დამატებითი მომსახურების საფასურს არ იხდიდნენ.