თეგი: საქაერონავიგაცია
ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი სამგზავრო საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, სატვირთო ავიარეისებს მსოფლიოს 71 მიმართულებით ახორციელებს -საქაერონავიგაცია
ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, სატვირთო ავიარეისებს ახორციელებს მსოფლიოს 71 მიმართულებით, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. ავიაკომპანია არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში. საქართველოს საქაერონავიგაცია ირანულ კომპანიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. „დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე (Flightradar24.com, Flightaware.com). რაც რეალურ დროში ფრენების თვალყურის დევნების და მათზე სრული ისტორიის და მონაცემების მოძიების შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება კონკრეტულ ფრენას, რომლის შესახებაც მედია საშუალებების მეშვეობით ხდება ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, გაცნობებთ, რომ „საქაერონავიგაციაში“ ევროკონტროლიდან შემოსული ფრენის გეგმის შესაბამისად, ავიაკომპანიის ბორტის ფრენის დაწყების საწყისი წერტილია აეროპორტი ზვარტნოცი, ერევანი, სომხეთი (კოდი: UDYZ), რომელიც სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტს წარმოადგენს. ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“, - ნათქვამია საქაერონავიგაციის განცახდებაში. ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.