თეგი: საქმიანი აქტივობა

რუსეთის ფედერაციის რეგიონებში ბიზნესაქტივობა მინიმუმამდე დაეცა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ საპასუხო სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთის რეგიონებში ბიზნესაქტივობის ინდექსი მინიმუმამდე დაეცა. რუსული მედიის ცნობით, ამას რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მონაცემები ადასტურებს.  უკრაინაში შეჭრის დაწყებისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ივნისში, ინდექსი მინიმუმამდე დაეცა და 39,8% შეადგინა. ყველაზე დიდი ვარდნა ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა, ყველაზე ცუდი შედეგი ურალის და ვოლგის ფედერალურმა ოლქებმა აჩვენეს. ამასთან, 2022 წლის დასაწყისში ეკონომიკური აქტივობა 82 რეგიონიდან 70-ზე მეტში იზრდებოდა. ინდექსი როსსტატის ყოველთვიური მონაცემების საფუძველზე ეკონომიკის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორის დინამიკაზე გამოითვლება. ეს დარგებია მრეწველობა, მშენებლობა, საცალო ვაჭრობა, საბითუმო ვაჭრობა და ფასიანი მომსახურება.