თეგი: საშოაბაო ზავი
შარლ მიშელი: ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის ინიციატივა სიყალბე და ფარისევლობაა
ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი, რუსეთის ინიციატივას საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ Twitter-ზე გამოეხმაურა. პუტინს სურს შობა გამოიყენენოს საფარველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაჩერებლად - ზელენსკი შარლ მიშელის განცხადებით, ის ვლადიმერ პუტინის ინიციატივას არ ენდობა. „არის აგრესორი - ესაა კრემლი. არის მსხვერპლი - უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც მშვიდობას და უსაფრთხოებას მოგვიტანს. ცალმხრივი წესით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე სიყალბე და ფარისევლობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიების წყება და მათთან დაკავშირებული რეფერენდუმები“, - დაწერა მიშელმა Twitter-ზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.