თეგი: სახელმწიფო დროშის დღე

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშები აღმართეს

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალები გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.  

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.  სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშები აღმართეს ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად.  ამასთან, სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს დროშები გამოფინეს.  

პრეზიდენტი სტუდენტებს: დარწმუნებული ვარ, თქვენც, თქვენი მომავლისთვის გინდათ, რომ ეს ქვეყანა ევროპული, წარმატებული და ყველანაირად მდიდარი იყოს

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო დროშა აღიმართა. პრეზიდენტმა ეს დღე ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა და მათ მიმართა, იუწყება ადმინისტრაცია.  ,,მინდა მოგილოცოთ ეს დღე და გისურვოთ, რომ ეს წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული და იმ ყველაფრის მომტანი იყოს, რაც ჩვენ, ყველას ამ ქვეყნისთვის გვინდა. დარწმუნებული ვარ, თქვენც, თქვენი მომავლისთვის გინდათ, რომ ეს ქვეყანა ეროპული, წარმატებული და ყველანაირად მდიდარი იყოს, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ თქვენც მონახოთ ამ ქვეყანაში თქვენი მომავალი და არ ეძებოთ ეს მომავალი სადმე სხვაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს თქვენ ამ ღონისძებაში მონაწილეობთ, რადგან ეს თქვენი დროშაა. ეს სასახლეც, ასევე, სახელმწიფოსა და თითოეული თქვენგანისაა, ამითაა ეს სხვა უწყვეტობა ხალხსა და სახლემწიფოს შორი, ამასაც ხაზი უნდა გაესვას. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მოწვეულ სტუმრებს დროშის დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ. ,,ბმა დროშასა და სამშობლოს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიის განმავლობაში, დროშა სანამ იდგა, ქართველები იბრძოდნენ, ასეთი ბმაც არსებობს.“ საქართველოს სახელმწიფო დროშის მნიშვნელობის შესახებ, ისაუბრა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ. „სახელმწიფო დროშა თავისი სემანტიკით, მნიშვნელობით, აღწერილობით, სრულად ევროპული, დასავლური ცივილიზაციის მატარებელი დროშაა. დღეს ეს გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს განაცხადი, რომ საქართველოს სახელმწიფოს სურს დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში. ის ფაქტიც, რომ ჩვენი სახელმწიფო დროშის გვერდით, მუდმივად, აღიმართება ევროპის დროშა ამ განაცხადის ერთ-ერთი დასტურია. ამ დროშას ჰყავს გმირი, ჩვენი დღევანდელობის გმირი - გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც თავისი დროშისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე უარი განაცხადა და ამისთვის სიცოცხლე დათმო. ეს არის ძალიან ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს დროშა. დროშისადმი პატივისცემა ეს გახლავთ, ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა და მისდამი თავდადება“, - განაცხადა მამუკა გონგაძემ. ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები, პრეზიდენტის მრჩევლები და მოწვეული სტუდენტები.