თეგი: საჰაერო თავდაცვის რაკეტა

ირანმა ახალი საჰაერო თავდაცვის რაკეტა წარადგინა

ირანმა ახალი საჰაერო თავდაცვის რაკეტა შექმნა. ირანული მედია იუწყება, რომ თეირანმა ახალი რაკეტა წარმატებით გამოსცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამიზნის აღმოჩენა 450 კილომეტრზე მეტ მანძილზე შეძლო. ახალ რაკეტას (Sayyad 4B) 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედების რადიუსი აქვს. რაკეტის ძრავა ჰიბრიდულ მყარ საწვავზე მუშაობს და ოპერატიული გამოცდა პირველად გაიარა. ირანი ამტკიცებს, რომ მისი სამხედრო ძალა რეგიონის ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ხაზს უსვამს, რომ ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის დოქტრინა მთლიანად, შეკავებას ეფუძნება.