თეგი: საჰაერო თავდაცვის სისტემა

Spiegel: უკრაინამ გერმანიისგან, პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T -ი მიიღო

გერმანიამ უკრაინას, საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა IRIS-T-ი უკვა გადასცა. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ Spiegel წყაროებზე დაყრდნობით წერს. გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა მანამდე გერმანიამ უკრაინას 6 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის წარმატების შემდეგ, გერმანიის პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კოალიციური, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ იარაღით უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. კერძოდ, უკრაინას გადასცენ Leopard 2-ის ტანკები და Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები. გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ საკითხში „მარტო ვერ იმოქმედებს“.  

უკრაინას სჭირდება ყველაზე ეფექტიანი საჰაერო თავდაცვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად - მინისტრი

უკრაინას სჭირდება ყველაზე ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რათა შეამციროს რუსული რაკეტების რაოდენობა, რომლებიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის ობიექტებს ურტყამს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა. „ამ ომის დაწყებისას ჩვენ მივმართეთ NATO-ს, როგორც ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს უკრაინის ცის დახურვაში. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ გვჭირდება ყველაზე ეფექტიანი საჰაერო თავდაცვა. ჩვენ აღვადგენთ (ენერგეტიკულ ობიექტებს, - რედ.), მაგრამ დარტყმების ინტენსივობა ამ წუთებში ისეთია, რომ ზარალი არ არის აღდგენითი სამუშაოს შესაბამისი“, - განაცხადა მინისტრმა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.